
"რა მსურდა მცოდნოდა, როცა ახალგაზრდას მკერდის კიბო დამიდგინდა?"

ხშირად მიიჩნევენ, რომ მკერდის კიბო უფრო ასაკოვანი ქალების დაავადებაა, თუმცა სულ უფრო მეტ ახალგაზრდას უდგინდება ეს დიაგნოზი.

მკერდის კიბოს დიაგნოზი ახალგაზრდა ასაკში სამყაროს თავდაყირა აყენებს — თითქოს ყველაფერი, რასაც გეგმავდი, თავზე გენგრევა: სწავლა, კარიერა, ოჯახი, დედობა, ან უბრალოდ ის გზა, როგორადაც შენს მომავალს ხედავდი.

Breastcancer.org-მა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქალებს,
რომლებსაც მკერდის კიბო 18–45 წლის ასაკში დაუდგინდათ, ჰკითხა:
რის ცოდნას ისურვებდნენ დიაგნოზის დასმის დროს?

ჩვენი გვერდი გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუებიდან
(3 ნაწილად) და გთხოვთ, რომ თქვენც გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

"ვისურვებდი,მცოდნოდა, რომ 38 წელი ამ დაავადებისთვის
“ძალიან ახალგაზრდა” სულაც არ არის და რომ მკერდის კიბო ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მიუხედავად გენეტიკური განწყობისა და ოჯახური ისტორიისა.
მეგონა, რომ ამ ასაკში მკერდის კიბოსგან დაზღვეული ვიყავი და სამწუხაროდ დრო დავკარგე. ექიმისთვის მალევე რომ მიმემართა, უფრო მსუბუქი მკურნალობის კურსის გავლა დამჭირდებოდა"
— ქეითი


"დიაგნოზი დამისვეს 40 წლის ასაკში,
როცა ცხოვრებაში ფიზიკურად ყველაზე კარგ ფორმაში ვიყავი.
ამან დამარწმუნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს და ფიზიკურ სიძლიერეს. ეს დიაგნოზი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაუდგინდეს!"
— კრისტენი


„მკერდის კიბოს დიაგნოზის შემდეგ ყველაფერი იმდენად რთულია,
რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა დამაბნეველი იყოს.
ვისურვებდი, თავიდანვე მცოდნოდა დეტალურად,
რა განსხვავებაა ლამპექტომიასა და მასტექტომიას შორის
და როგორ შეიძლება ეს არჩევანი მომავალში რეციდივის მკურნალობაზე აისახოს.“
— დანიელი


„რაც უფრო მეტ კითხვას დაუსვამ შენს სამედიცინო გუნდს, მით უკეთესად დაგეხმარებიან ისინი.
შენ ვერ ირჩევ იმას, შეგხვდება თუ არა ეს დაავადება,
მაგრამ შეგიძლია თავად განსაზღვრო, რას გააკეთებ ახლა.
ნუ შეჩერდები მანამ, სანამ არ მიიღებ ყველა კითხვაზე პასუხს.
არასოდეს დანებდე!“
— როზმერი


„დიაგნოზმა ოჯახის შექმნის და შვილის ყოლის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.
მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედების გაყინვა მოვასწარი,
ქიმიოთერაპიისა და რადიაციის შემდეგ ჩატარებულმა მკურნალობამ
დედობა მინიმუმ სამი წლით გადამიწია.
ემოციურად ძალიან რთულია, როდესაც შენი გეგმების შეცვლა გიწევს, ზოგიერთი რამ კი უბრალოდ განუხორციელებელი რჩება."
— ჯორჯენი


„ყოველთვის მინდოდა ჩემს ერთადერთ შვილს და-ძმა ჰყოლოდა,
მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია.
ყოველთვის მექნება დანაშაულის შეგრძნება, რომ ის ამ გამოცდილების გარეშე გაიზრდება."
— სრიჯა


"ვისურვებდი, რომ მეტი დრო დამეთმო მკერდის რეკონსტრუქციის ყველა ვარიანტის შესასწავლად.
მე გავიკეთე ორმხრივი მასტექტომია და სამწუხაროდ ვერ შევინარჩუნე დვრილები.
რამდენიმე წლის წინ გავიკეთე 3D დვრილის ტატუ, რაც ძალიან დამეხმარა — ჩემი მკერდი მაქსიმალურად მიუახლოვდა ბუნებრივ იერსახეს.“
— პამი


„რეკონსტრუირებული მკერდი არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ბუნებრივი იყო.
თუ კიბო მხოლოდ ერთ მხარეს გაქვს, იფიქრე ყველა ვარიანტზე
და განსაზღვრე, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი — შენი იდენტობა, სექსუალურობა, ჯანმრთელობა თუ თვითგამოხატვა.“
— ჯენიფერი


გაგვიზიარეთ გამოცდილება

რა იყო ის, რაც გსურდათ, რომ დიაგნოზის გაგებისთანავე გცოდნოდათ?