
ASCO-ს კონფერენცია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ონკოლოგიური ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ამერიკის კლინიკური ონკოლოგიური საზოგადოების (ASCO) ორგანიზებით ტარდება.

მასზე წარმოდგენილი კვლევის შედეგები, ხშირ შემთხვევაში, კიბოს თერაპიის ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებისა და გაიდლაინების რედაქტირების წინაპირობა ხდება.

გიზიარებთ 2025 წლის ASCO-ს კონფერენციაზე წარდგენილ ძუძუს კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებულ რამდენიმე იმედისმომცემ სიახლეს:

მეტასტაზური ჰორმონდადებითი HER2 უარყოფითი ძუძუს კიბოს მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის გავრცელებული მიზეზი ესტროგენის რეცეპტორის მუტაციაა, (ESR1m). ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ESR1 მუტაციები შესაძლოა გამოვლინდეს ctDNA ანალიზით, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს მკურნალობა რეზისტენტობის პირველივე ნიშნებისთანავე შეცვალონ და გადაიყვანონ პაციენტი კამიზესტრანტზე, ექსპერიმენტულ პრეპარატზე.

მეტასტაზური სამმაგი უარყოფითი TNBC ძუძუს კიბოს შემთხვევაში ASCENT-04/KEYNOTE-D19 კვლევამ აჩვენა, რომ ქიმიოთერაპიისა და პემბროლიზუმაბის კომბინაციასთან შედარებით, SG-ისა და პემბროლიზუმაბის კომბინაციამ 35%-ით შეამცირა დაავადების პროგრესის ან სიკვდილის რისკი.

მეტასტაზური HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს შემთხვევაში - DESTINY-Breast09 კვლევის მონაცემები მიუთითებს, რომ HER2-პოზიტიური მეტასტაზური ძუძუს კიბოს საწყისი თერაპია შესაძლოა მალე შეიცვალოს. ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა ბოლო ათწლეულში, რომელმაც პაციენტთა დიდ ჯგუფში პირველადი მკურნალობისას მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები აჩვენა.

2025 წლის ASCO-ს კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იქნა ის თერაპია/მედიკამენტები, რომლებიც ამსუბუქებს კიბოს მკურნალობით გამოწვეული გვერდით მოვლენების მართვას, მაგალითად არაჰომორანლური მედიკამენტებით ცხელი ტალღების (იგივე ალების) მართვა.

კვლევებმა დაადასტურა, რომ პაკლიტაქსელის (ქიმიოთერაპიული საშუალება) ტაბლეტური ფორმა იგივე სარგებელს იძლევა, რასაც ინტრავენური პაკლიტაქსელი, და თანაც ნაკლებად იწვევს პერიფერიულ ნეიროპათიას, რომელიც ინტავენური პაქსიტაქსელის შემთხვევაში გავრცელებული გვერდით მოვლენაა.

წითელი ხორცით მდიდარი დიეტა — ანუ ყოველდღიურად 70 გრამზე მეტის მიღება — ძუძუს კიბოთი გარდაცვალების წამყვან რისკფაქტორად სახელდება, როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ ქალებში.