ქიმიოთერაპიის გახანგრძლივებული გვერდითი ეფექტები

ქიმიოთერაპიას ახასიათებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გახანგრძლივებული გვერდით ეფექტები. ისინი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან თვეების ან წლების შემდეგ.

რამდენ ხანს გრძელდება გვერდითი ეფექტები?

ზუსტ დროს ვერავინ გეტყვით. ზოგიერთი სიმპტომი იწყება მკურნალობის დროს და მისი დასრულებისთანავე ქრება, ზოგჯერ კი ეს გვერდითი ეფექტები მკურნალობის შემდეგ იწყებს გამოვლენას და წლების განმავლობაში გრძელდება.

შესაძლებელია თუ არა გვერდითი მოვლენების პრევენცია?

სრულად პრევენცია შეუძლებელია, თუმცა ექიმების ჯგუფთან კონსულტაცია ეხმარება პაციენტს მკურნალობის სწორად შერჩევასა და რისკების შეფასებაში.

ქვემოთ გთავაზობთ ქიმიოთერაპიის გახანგრძლივებული გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს და მათი მართვის და სკრინინგის გზებს:

ძვლის სიმკვრივის შემცირება და სახსრების ტკივილი
ქიმიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი (ძვლების სიმკვრივის შემცირება).

მართვა: ექიმის მიერ დადგენილი პერიოდით უნდა ჩატარედეს დენსიტომეტრია, რომელიც აფასებს ძვლის სიმკვრივეს. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ქიმიოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს არითმია, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის სარქველის დაზიანება, ინსულტი და ა.შ.

მართვა: კარდიოლოგის მიერ დადგენილი ვადებით გულზე რეგულარული მონიტორინგი (კარდიოგრამა, გულის ექოსკოპია), ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა.

ფილტვების პრობლემები
ფილტვების მოცულობის შემცირება;
ფილტვის ფიბროზი (ნაწიბუროვანი ქსოვილი ფილტვებში);
ანთება;
სუნთქვის გაძნელება;

მართვა: თამბაქოზე უარის თქმა, რეგულარული ვარჯიში, პულმონოლოგის კონსულტაცია ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე.

კოგნიტური დარღვევები ("ქიმიო-ტვინი")
მეხსიერების, კონცენტრაციისა და ყურადღების დაქვეითება/დეფიციტი;

მართვა: სრულფასოვანი კვება, ძილი, კოგნიტური სავარჯიშოები.

მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
დეპრესია, შფოთვა, სხეულის აღქმის ცვლილება, პოსტ-ტრავმული აშლილობები, მარტოობა და ბრაზის განცდა;

მართვა: ფსიქოთერაპია და სოციალური მხარდაჭერა.

სმენასა და მხედველობაზე ზემოქმედება
ქიმიის ზოგიერთი პრეპარატი აზიანებს სმენის ნერვებს და იწვევს სიყრუეს. თვალებზე კი შესაძლოა განვითარდეს სიმშრალე, კატარაქტა ან სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება.

მართვა: ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, აუდიოგრამა (სმენის ტესტი) და ოფთალმოლოგიური კვლევები.

ჰორმონალური ცვლილებები
სექსუალური სურვილის შემცირება (ლიბიდოს დაქვეითება)
ცხელი ტალღები (ალები)
შარდის ბუშტის პრობლემები
მენსტრუაციის შეწყვეტა (მამაკაცებშიც შეიძლება გამოვლინდეს ერექციული დისფუნქცია)

მართვა: ჰორმონალური სიმპტომების ეფექტური მართვა მოითხოვს მულტიდისციპლინურ მიდგომას, რაც გულისხმობს გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ონკოლოგისა და ფსიქოლოგის ერთობლივ მუშაობას.

უშვილობა
ქიმიოთერაპია უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციებზე.

მართვა: მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ რეპროდუქტოლოგს და განიხილეთ ემბრიონების ან სპერმის შენახვა.

ნერვული სისტემის დაზიანება (პერიფერიული ნეიროპათია)
სიმპტომები: ჩხვლეტა, დაბუჟება, ტკივილი ხელ-ფეხში.

მართვა: ფიზიოთერაპია და ჯანსაღი ცხოვრების წესი. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაცია ნევროლოგთან.

კბილების და პირის ღრუს პრობლემები
ემალის დაზიანება, ღრძილების მგრძნობელობის მომატება;
კარიესის მომატებული რისკი;
ნერწყვის რაოდენობის შემცირება;

მართვა: რეგულარული კონსულტაცია სტომატოლოგთან და პირის ღრუს განსაკუთრებული ჰიგიენა.

აღდგება თუ არა ორგანიზმი ქიმიოთერაპიის შემდეგ სრულად?
ზოგი პაციენტის ორგანიზმი სრულად აღდგება, თუმცა ზოგჯერ ქიმიოთერაპია იწვევს სასიცოცხლო სისტემების მუდმივ დაზიანებას, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს.
გამოყენებული წყაროები:
11 long-term side effects of chemotherapy: Duration and more
Late and Long-term Effects of Cancer | American Cancer Society
Long-Term Side Effects of Chemotherapy