
მკურნალობის გვერდითი მოვლენები - ყაბზობა, შეშუპება და სხვ.
სტრესი და შფოთვა, რაც ხშირად ახლავს კიბოს დიაგნოზს შეიძლება გახდეს „ემოციური ჭამის“ მიზეზი.

თუ წონაში მოიმატეთ, უმჯობესია ეს თქვენს სამედიცინო გუნდთან განიხილოთ. ისინი დაგეხმარებიან მიზეზების გარკვევაში და მოგცემენ რჩევებს წონის მართვაზე.

ჯანსაღი და დაბალანსებული კვება - ისეთი საკვების შეზღუდვა, რომელიც თითქმის არ შეიცავს ნუტრიენტებს, მაგალითად, ძლიერ გადამუშავებული საკვები (ჩიფსი, კანფეტი, ჰოთ-დოგი და სხვ.); ტკბილეული და გაზიანი სასმელი, ალკოჰოლი.

აქციეთ ვარჯიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანებმა უნდა დაიწყონ ნელ-ნელა და ეტაპობრივად მიაღწიონ კვირაში მინიმუმ 150 წუთ საშუალო ინტენსივობის ვარჯიშს (მაგ., სწრაფი ნაბიჯით სეირნობა) ან 75 წუთ ძლიერ ინტენსიურ ვარჯიშს (მაგ., სირბილი, ცურვა ან ველოსიპედი აღმართზე). თუ ეს რთულად გეჩვენებათ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა უკეთესია, ვიდრე საერთოდ არაფერი.

შეეცადეთ მოიწესრიგოთ ძილი, საშუალოდ რეკომენდებულია დღეში 7-8 საათი ძილი.

ჯანსაღი წონის შენარჩუნება და ფიზიკური აქტივობა:

გმატებთ ძალას და ენერგიას

ზრდის თვითშეფასებას

ამცირებს გულის დაავადებების, ინსულტისა და დიაბეტის რისკს.

ამცირებს ზოგიერთი კიბოს განვითარების ან მისი განმეორების (მათ შორის ძუძუს კიბოს) რისკს.
გადააზიარეთ პოსტი, რათა მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა
